სალომე ზურაბიშვილი - მე ვამბობ, რომ მივდივართ არჩევნებისკენ იმიტომ, რომ არ შეუძლია ამ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა - არის იზოლაციაში, არის უუნარო, ქმედითი საშუალებები აღარ აქვს

მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ერთიან არჩევნებში, - არ მჯერა, რომ მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება იყოს რეალური საშუალება, რომ გაიმარჯვო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების დანიშვნას დაელოდოს.

„ჩვენ თუ ველოდებით, რომ მთლიანად დაინგრევა სისტემა, შეიძლება ეს მოხდეს და ჩამოიშალოს. ეს არანაირად არ არის გამორიცხული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არ შეიძლება, რომ ჩვენ დაველოდოთ იმას, თუ როდის დაინიშნება იმისათვის, რომ მოვემზადოთ. ეს ისაა, რაც მოხდა წინა არჩევნებზე, რუსული კანონის გამო გადავიტანეთ აქცენტი სხვა რამეზე და არა არჩევნებისთვის მომზადებაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აიძულებთ ხელისუფლებას, რომ არჩევნები დანიშნოს, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ამ კითხვაზე პირველ რიგში პოლიტიკური პარტიები უნდა სცემდნენ პასუხს და არა მხოლოდ მე“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მივდივართ არჩევნებისკენ, რადგან ხელისუფლებას ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია.

„მე ვამბობ, რომ მივდივართ არჩევნებისკენ იმიტომ, რომ არ შეუძლია ამ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა. არის იზოლაციაში, არის უუნარო, ქმედითი საშუალებები აღარ აქვს. მას მხოლოდ რეპრესია შეუძლია და ეს ვერ გაგრძელდება. მიიღებს ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები დანიშნოს, თუ გადმოგვიგდებს არჩევნებს, რადგან იფიქრებს, რომ ქულები შეიძლება დაიწეროს, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცით, რომ პროტესტი არ ნელდება და არ გაჩერდება, რაც არ უნდა ზამთრის იმედი ჰქონოდათ. ეს ზამთარიც დამთავრდება და პროტესტი არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაძლიერდება.

ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ძალაუფლება, რომელიც არის მოკლეფეხებიანი. ვერ მართავენ. მითხარით ერთი გადაწყვეტილება, ერთი ქმედება მათი, რომელიც ნიშნავს, რომ მართავენ ქვეყანას. თვითონ არიან შეშინებულები, უყურეთ მათ ქცევებს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს არავინ არ იცის, თვითონაც არ იციან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პროტესტი არ გაჩერდება. ამ პროტესტს ერთი რამ არ გააჩნია, ეს არის უკუსვლა და უკან დაბრუნების რამე საშუალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია