სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა - უფრო გამოიყურება როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა!

ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, - წერს ზურაბიშვილი.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას” დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ”, - წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი