სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს  ტრამპთან ურთიერთობის დალაგება - ცადონ, ამათ დალაგების უნარზე და დიპლომატიურ თუ ინტელექტუალურ საშუალებებზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა

ტრამპი დღეს ერთ რამეს ამბობს, მეორე დღეს სხვა რამეს ამბობს. ეს არის ტაქტიკა, არ ვიცი როგორ გამოიყენებს ამას მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ტრამპი „სხვანაირი პიარით მუშაობს“, ამიტომ კიდევ ძალიან ბევრ მოულოდნელ რამეს იტყვის, რომელსაც ყველაფერს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

„ფაქტია, რომ ის მოულოდნელობა, რაც ახასიათებს ტრამპის განცხადებებს, ამის გამო ვერავინ დღეს ვერ იტყვის, რას გააკეთებს ტრამპი. ეს პირველ რიგში ეხება რუსეთს. რუსეთმა პირველ დღეს იფიქრა, რომ აი, ყველაფერი, რაც მე მინდოდა, მომცა ტრამპმა და მორჩა, მაგრამ რეალურად ჯერ არ დაწყებულა მოლაპარაკებები.

რუსები ფიქრობდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება მათთვის ძალიან მომგებიანი იყოს, დღეს შეიძლება ფიქრობენ, რომ მთლად ასე არ არის. ჩვენ დავმშვიდდეთ, ვუყუროთ მოვლენებს, ჩვენ არ ვართ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ველოდოთ იმას, რომ ტრამპი ძალიან ბევრ რამეს იტყვის, რომელსაც ყველაფერს გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. დაანებეთ თავი ხელისუფლების პროპაგანდას, ტრამპი არის სხვანაირი ხელმძღვანელი, სხვანაირი პიარით მუშაობს, საერთოდ სხვანაირი ხასიათი აქვს და ყველაფერზე ნუ დავიწყებთ მაშინვე ცუდი ვარიანტის დანახვას. არაფერი არ არის ჯერ გადაწყვეტილი და არაფერი არ არის ისე ცუდად, როგორც გვინდა რომ დავინახოთ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის დალაგება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „იმდენად სხვანაირი ხელისუფლებაა ტრამპის ხელისუფლება, რომ მასთან დალაგებას საერთოდ ვინ შეძლებს არ ვიცი“.

„ცადონ[დალაგება], ამათ დალაგების უნარზე და დიპლომატიურ თუ ინტელექტუალურ საშუალებებზე არ მაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა. ვიცი, რომ ლობისტებიც აიყვანეს, მაგრამ დიდად ვერაფერი შეძლეს ჯერჯერობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი