გიორგი სიორიძე - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს - ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება

თოვლი გაყინული და დამძიმებულია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან, კომუნიკაციის გარეშე არიან - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გურიის რეგიონში სტიქიამ უმძიმესი შედეგები გამოიწვია და ახლაც არის კონკრეტული სოფლები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან გარე სამაყროს.

„მე-5 დღეა გურიის რეგიონში პარტია „ლელოს“ შტაბი აგრძელებს მუშაობას. მე-2 დღეა არ თოვს, მაგრამ ამას უკვე სხვა პრობლემები ახლავს, თოვლი გაყინული და დამძიმებულია. როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან [გარე სამყაროს], კომუნიკაციის გარეშე არიან. ჩვენს ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება. ზარები ძირითადად ეხება საკვებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, გვირეკავენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. დღეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები შევავსეთ, საკვები და პირველადი პროდუქტებით და დაგეგმილი გვაქვს სამივე მუნიციპალიტეტში გასვლები.

ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა. იცით, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკაც მუშაობს და თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სოფელ ჭანჭათამდე და ძიმითამდე ავაღწიოთ აუცილებლად ავალთ. პრობლემაა ისაა, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკა ყველგან მისვლას ვერ ახერხებს, რადგან სახელმწიფოს უფრო მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს.

შევეცდებით სამაშველო ჯგუფებთან კოორდინაციაში ვიყოთ და დავეხმაროთ, როგორც მძიმე ტექნიკით, ისე ადამიანური რესურსით, რომ ადამიანებამდე ჰუმანიტარული დახმარება მივიტანოთ. შედეგები უმძიმესია“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია