გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმის პროკურორი - ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რის შემდეგაც მედიკამენტი უნდა დანიშნულიყო - გამოძიება გრძელდება

პროკურორ გიორგი ნადირაძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ის შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ გრძელდება.

პროკურორის განმარტებით, თუკი, სხვა პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მათ მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება.

გიორგი ნადირაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ბრალდებული ექიმის, ქეთევან ლობჟანიძის ბრალდების გარშემო ისაუბრა.

„ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ამავე განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. დღევანდელი მდგომარეობით, ამავე საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდა და უშუალოდ პასუხისგებაშია მიცემული ამავე თერაპიული განყოფილების ის უშალო ექიმი, რომელიც მკურნალობის პროცესში მონაწილეობდა. დღეს, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. რაც შეეხება დამატებით ღონისძიებას, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს ზეპირად განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამის წერილობით გადაწყვეტილებას მივიღებთ განჩინების სახით და შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ამ დარგის სპეციალისტების არაერთი გამოკითხვის ოქმი, რომლებიც საწინააღმდეგოს მიუთითებენ და უმთავრესი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლითაც პირდაპირ დასტურდება ის გარემოებები, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული. თავად ბრალდებულიც მიუთითებს, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რომ კონკრეტულად დადგენილიყო, რომელი ბაქტერიის მიმართ უნდა დანიშნულიყო შესაბამისი მედიკამენტი და მკურნალობა. მედიკამენტის განსაზღვრა ამ კვლევის ჩატარების გარეშე მოხადა. დაწყების შემდეგაც არ დაინიშნა, რასაც ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება.

ორივე პირს ჰქონდა თავისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ერთ შემთხვევაში, იმ პირს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დროს, როცა ის უშუალოდ მკურნალობის პროცესში იყო ჩართული, პასუხისმგებელი თავად იყო და მათ შორის, პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა მის ზემდგომ ხელმძღვანელ პირს, რომ მისი ქვემდგომი ექიმი ეკონტროლებინა, ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურად გამოიკვეთა. სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი თუ გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ გრძელდება და არ დასრულებულა, ყველა იმ პირის მიმართ შესაბამისად დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ