პეტრო პოროშენკო - ვიღაც ჩემგან ზელენსკის კრიტიკას ელოდა, მაგრამ კრიტიკა არ იქნება - ერთადერთი რამ, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, ერთიანობაა

ვიღაც ჩემგან ზელენსკის კრიტიკას ელოდა, მაგრამ კრიტიკა არ იქნება, ერთადერთი რამ, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, ერთიანობაა, - წერს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პეტრო პოროშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„და ახლა ყველას კითხვა აქვს: შემდეგ რა გავაკეთოთ?

ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, ვინაიდან ეს არ არის ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება…

უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები - არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობებია. ეს ორი დიდი ერის ურთიერთობებია, რომლებმაც იციან, რომ დემოკრატია და თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა არც უკრაინისთვის, არც აშშ-სთვის. და არ შეგვიძლია საკუთარ თავს ანტიამერიკული განწყობების გავრცელების უფლება მივცეთ.

პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ამა თუ იმ ქმედებების შედეგად შესაძლოა ამერიკული იარაღის მიწოდებების გარეშე დარჩნენ. და ეს არანაირად არ არის პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკა, ვინაიდან ერთადერთი რამ რაც ახლა უკრაინას სჭირდება, არის ერთიანობა“, - წერს პოროშენკო.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „გეგმა ბ“ გააჩნია და მას სჯერა, რომ ბრიუსელსა და ლონდონში შეხვედრების შემდეგ უკრაინა რამდენიმე მნიშვნელოვანი "მესიჯით" გამოვა, როგორებიცაა: ევროპის ერთიანობა (უკრაინისთვის იარაღისა და დაფინანსების მიწოდება), ქვეყნის შიგნით ერთიანობა და გაგება “როდის და როგორ დავამთავროთ ომი?”

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა