ლევან ცუცქირიძე - "ქართულ ოცნებას" ეროვნული იდეოლოგია არ აქვს, მათი მთავარი საყრდენი ფული და ძალაუფლებაა - თავისუფლება ახლა დასაცავია საქართველოსა და უკრაინაში

ყველაფერი ახლა პროტესტზე დგას. ასევე, მნიშვნელოვანია ბოიკოტიც. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოაკლდეს ამ თვითმარქვია რეჟიმს,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის პარალელურად მნიშვნელოვანია სანქციებიც, რადგან მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" იდეოლოგია ფული და ძალაუფლებაა.

"ჩვენი სიმართლე მისატანი გვაქვს ბევრ სხვა ადამიანთანაც, სამწუხაროდ, ბევრია ქვეყანაში ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილები ქვეყანაში ომს მოიტანს. უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ფინანსური სანქციებიც. "ქართულ ოცნებას" ეროვნული იდეოლოგია არ აქვს, მათი მთავარი საყრდენია ფული და ძალაუფლება. ჩვენ მომსწრენი ვართ საერთაშორისო წესრიგის ცვლილების და ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იმპულსი გახდეს ევროპაშიც, რომ ისინი უფრო აქტიურად დადგნენ თავისუფლების სადარაჯოზე. თავისუფლება ახლა დასაცავია საქართველოსა და უკრაინაში",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო