ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცესკოს“ განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

„გუშინ, 1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნბამ- 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, - განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს