ნატო-ს გენმდივანი - უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს - მოკავშირეებს სურთ დარწმუნდნენ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცდება უკრაინაზე თავდასხმას

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრა “ძალიან კარგი“ იყო, რადგან ევროპული ქვეყნები "აჩქარდნენ", როგორც საკუთარი ხარჯების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და „მაქვს ყველა საფუძველი ვიფიქრო, რომ მეტი განცხადებები მოჰყვება“.

„დღეს მოვისმინე ახალი განცხადებები და არ ვაპირებ მათ გამოცხადებას, რადგან მათ ეს [თვითონ] უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს“, - აღნიშნავს რუტე.

უკრაინაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიებში“.

ის ამბობს, რომ მოკავშირეებს სურთ „დარწმუნდნენ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცდება უკრაინაზე თავდასხმას“.

რუტეს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებზე, რომ მას სჯერა ნატო-ს მეხუთე მუხლის, მაგრამ ბალტიისპირეთი "მკაცრ სამეზობლოშია", რუტეს თქმით, ტრამპი მეხუთე მუხლის ერთგულია.

„ბევრჯერ მილაპარაკია პრეზიდენტ ტრამპთან. ის კარგი მეგობარია.

ის, როგორც არაერთხელ თქვა, სრულად ერთგულია, ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ.

ამიტომ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ჭორაობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს აშშ-მა; ისინი ნატო-ში არიან, ნატო-ს ერთგული არიან, მეხუთე მუხლის ერთგული არიან, ეს არის ის, რასაც ისინი მუდმივად ამბობენ”,- განაცხადა რუტემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ