ვიქტორ ორბანი - ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის საკითხზე ლონდონში გამართულ ლიდერების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ.

„ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის არჩევის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი. ეს არის ცუდი, საშიში და მცდარი. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ჯირ სტარმერმა ლონდონში უმასპინძლა ლიდერების სამიტს, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილეს. კირ სტარმერთან ერთად სამიტს დაესწრნენ : : უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი