ვლადიმერ ბოჟაძე - „ფარა“ სწორედ ისეთი ფორმით დავაინიცირეთ, როგორი ფორმითაცაა წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი - დღეს დაიწყება განხილვები და საქართველოს კანონმდებლობასთან ყველა შეუსაბამობა სრულად აღმოიფხვრება

„ფარა“ სწორედ ისეთი ფორმით დავაინიცირეთ, როგორი ფორმითაცაა წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი - იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და საქართველოს კანონმდებლობასთან ყველა შეუსაბამობა სრულად აღმოიფხვრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ფარას“ მიღებით საქართველოს უცხოური გავლენებისგან კიდევ უფრო უკეთ იქნება დაცული.

„ფარა“ თითქმის საუკუნეა უზრუნველყოფს ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას. ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ჩვენ ქვეყანას ის გამოწვევები, რომელზეც მანამდეც ვსაუბრობდით, ახლაც აქვს, არაფერი შეცვლილა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც შეძლებს, მომავალში ჩვენი ქვეყანა დაიცვას უცხოური ჩარევებისგან. „ფარა“ სწორედ ისეთი ფორმით დავაინიცირეთ, როგორი ფორმითაცაა წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი და რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და საქართველოს კანონმდებლობასთან ყველა შეუსაბამობა სრულად აღმოიფხვრება. მთავარი ის არის, რომ „ფარა“ თავისი რესურსებით, როგორც ძლიერი კანონმდებლობა, მიიღება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო უკეთ დავიცავთ საქართველოს უცხოური გავლენებისგან”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძის განმარტებით, მათ არ სურდათ ისეთი მკაცრი კანონმდებლობა მიეღოთ, რომელიც ჰქონდა საფრანგეთს და აშშ-ს, მაგრამ იმ გამოწვევებმა, რომელიც საქართველოშია, მისცა უფლება, რომ ასეთი კანონმდებლობა მიიღონ.

„თავის დროზე „ფარაზეც“ იყო საუბარი, თუმცა მაშინაც ამერიკული კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს. მივიღეთ იმაზე უფრო ლმობიერი კანონი, ვიდრე საფრანგეთმა მიიღო ჩვენი მიღებული კანონის შემდგომ. თუმცა სამოქალაქო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა შეგნებულად აარიდა თავი კანონის აღსრულებას, ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, იმისთვის, რომ გამჭვირვალედ არ მომხდარიყო იმ ფინანსების ხარჯვა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობდით. ახლა მითუმეტეს, როცა უკვე თავად ამერიკული მხარე საუბრობს USAID-ის, NED-ის გაუმჭვირვალობაზე, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებსა და დაფინანსებაზე, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დავიცვათ.

არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ჰქონდა საფრანგეთს და აშშ-ს, მაგრამ იმ გამოწვევებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, მოგვცა უფლება, რომ ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და დავიცვათ ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენებისგან - მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია