ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ - სალომე ზურაბიშვილის ოფისში „სახლობანას“ თამაშს, სჯობს, მალე დაუბრუნდნენ რეალობას

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია - მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“.

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია - არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი იქით მხარეს გადავიდა - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვატყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას ერთობლივი შეხვედრების ფონზე, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ისინი „რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის უკეთესი იქნება“.

„უკვე გავიდა რამდენიმე თვე, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ვურჩევდი, რომ უკვე დაიწყონ მზადება იმისთვის, რომ იმავე გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ არჩევნები, როგორც საპარლამენტო არჩევნები წააგეს. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ზურაბიშვილს და იქ ისევ გრძელდება სახლობანას თამაში, თითქოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიდიან. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის მით უკეთესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი