პაატა დავითაია - ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მზადდება და ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთის „არჩევნებში“ „პრეზიდენტად“ ბადრა გუნბას გაყვანა

ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მზადდება და ამის ნათელი მაგალითია „არჩევნებში“ „პრეზიდენტად“ ბადრა გუნბას გაყვანაც, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. არჩევნები, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა, მოსახლეობის დიდი ზეწოლის ფონზე წარიმართა, რომელიც რუსეთის მიერ დახმარების შეჩერებით გამოიხატა.

„დღეს მთავარი თემა ურთიერთდაპირისპირება არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მზადდება და ამის ნათელი მაგალითია ე.წ. არჩევნებში „პრეზიდენტად“ ბადრა გუნბას გაყვანაც. როდესაც აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც სხვადასხვა საკითხმა გამოიწვია, როგორებიცაა: აპარტამენტების საკითხი, ინვესტიციების რამდენიმე მიმართულება - მათი მიდგომა იყო, რომ მათ სუვერენიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ, რუსეთში კი დაიწყო საუბრები, რომ მათ აფხაზეთში არ სურდათ მსგავსი „ოპოზიცია“ და ელექტროენერგიის, სხვადასხვა სახის დახმარებებისა და თანხის გამოყოფა შეუჩერეს. ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის 80% რუსეთზეა მიბმული და ამის ფონზე აფხაზი სეპარატისტები ფინანსური რეკეტით არიან დაკავებულები. რუსეთმა კი მათ რაც მოსთხოვა, არაფერი შესრულებულა და რუსეთმა იმიტომ მოითხოვა აფხაზებისგან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება, რადგან სანქციების ქვეშ იყო. ვეღარსად ვეღარ მიდიოდნენ და ამიტომ შავი ზღვის ზოლში ფულის ჩადება და ათვისება გადაწყვიტეს. აფხაზები მიხვდნენ, რომ მათი განადგურება სწორედ ფინანსური მეთოდებით ხდებოდა. რუსეთის მიერ აფხაზებისთვის დახმარების შეჩერების შემდეგ, აფხაზებმა უკან დაიხიეს. აფხაზეთის .წ. ოპოზიციონერები წერენ, რომ კორუფციამ გაიმარჯვა. რა აზრი ჰქონდა ბჟანიას გადაყენებას, თუ მის მოადგილეს - ბადრა გუნბას დატოვებდი პოსტზე. როგორც ბჟანიას, ისე გუნბას უკან ალექსანდრე ანქვაბი დგას, რომელიც მთავარი პოლიტიკოსია, რომელიც აფხაზეთში ვითარებას ხან პირდაპირი, ხან კი ირიბი მეთოდებით მართავს. ანქვაბი კი ქართველების გაზრდილია, ის ედუარდ შევარდნაძის მოადგილე იყო და მან კარგად იცის პოლიტიკური თამაშები. უშუალოდ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა იყო ზეწოლის ფაქტებიც. აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა, რომლებმაც გასულ საუკუნეში ბაგრამიანის ბატალიონი დააარსეს და ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განახორციელეს და დღეს სწორედ ეს ხალხია რუსეთის ფედერაციის მთავარი დასაყრდენი ძალა. მათ არჩევნებში გუნბას მხარე დაიჭირეს, რასაც მათ წინააღმდეგ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და საზოგადოებაში აზრი ჩამოყალიბდა, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გაეყარათ, ამ დროს კი რუსეთის პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ჩადის აფხაზეთში და აშინებს მათ. ამ და მსგავსი ფაქტების ფონზე ჩატარდა არჩევნები“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე, პაატა დავითაია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსების მხრიდან სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და სარკინიგზო მიმოსვლის განახლების მიმართ საქართველოს მთავრობა საეჭვო, სიჩუმის რეჟიმშია გადასული, რაც აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება მათ აღნიშნულ საკითხებში ეხმარება.

„აეროპორტის აღდგენა და სარკინიგზო მიმოსვლა კი ანექსიის საკითხია და რატომ? - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიხურა სოხუმის აეროპორტი, როცა „იკაოს“ [ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია] მივმართეთ, როდესაც რუსეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა მათ ფრენები თბილისის, აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით განახორციელეს. ამ ფონზე იხელთეს რუსებმა დრო და დაიწყეს სოხუმის აეროპორტის აღდგენა. საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მისი გადაწყვეტილებები დაირღვა და ფრენები, რომელიც სოხუმის აეროპორტიდან ხორციელდება შეაჩეროს. რუსებს, ალბათ, ჰქონდათ რაღაც გარანტიები, რომ აქედან [ოფიციალური თბილისიდან] სიჩუმე იქნებოდა. [„ქართული ოცნების“] სიჩუმის რეჟიმი ეჭვს მიჩენს, რომ ისინი ხელს უწყობენ ფრენების აღდგენას სოხუმის აეროპორტში და ეს დათმობის პოლიტიკაზე მეტყველებს. თუ რაიმეს გამოვაჭრებაზეა საუბარი - სოხუმის აეროპორტის აღდგენის სანაცვლოდ, მაშინ ეს სიჩუმე გასაგებია, თუმცა არაფერი ხდება! ამის მაგალითია სარკინიგზო რეისის განხორციელებაც.

სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენით დაიწყება სხვა აეროპორტების განმუხტვის პროცესი. კომპანიამ, რომელმაც ეს აეროპორტი აღადგინა, უკვე იწყებს გვერდით სატვირთო აეროპორტის მშენებლობის პროცესს, რომ საბოლოოდ სოხუმის აეროპორტი, 40 კილომეტრით დაცილებულ ოჩამჩირის სამხედრო ბაზას მოემსახუროს. სარკინიგზო კვანძების საბოლოო შედეგი- გალი-ზუგდიდის მონაკვეთის აღდგენა იქნება.

პრეტენზია არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მიმართაც მაქვს. არ არსებობს ტერიტორიული მთლიანობის თემაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. ოკუპირებული აფხაზეთის ამ ერთთვიანი ბლოკადის განმავლობაში საქართველოს მთავრობას, რომ განცხადება გაეკეთებინა - ჩვენ მზად ვართ, რომ დენი უპირობოდ მოგცეთ, ჯანდაცვის სისტემა გავაფართოოთ, განათლების სპექტრი გავზარდოთ, აფხაზ საზოგადოებაში გაჩნდებოდა მოსაზრება, რომ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ქართული მხარე მათ უპირობოდ ეხმარება. ეს გარდამტეხი პერიოდი იყო“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე