არჩილ გორდულაძე - ჯარიმების და სახდელების კუთხით ცვლილებები არავითარ სიახლეს არ მოიცავს - გავრცელდება ის პასუხისმგებლობები, რაც რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული

რაც შეეხება ჯარიმებს ან სხვა სახდელებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ცვლილება არავითარ სიახლეს არ მოიცავს - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ზუსტად იგივე პასუხისმგებლობები, რაც გავრცელდება მათ შორის, ბრიტანული მოდელიდან გამომდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გორდულაძემ განმარტა, პირველ რიგში, იქნება გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმა, რომლის გასაჩივრებაც სასამართლოში შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, დეპუტატის თქმით, კომუნიკაციების კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შეეხება ჯარიმებს ან სხვა სახდელებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ცვლილება არავითარ სიახლეს არ მოიცავს. რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ზუსტად იგივე პასუხისმგებლობები გავრცელდება მათ შორის, ბრიტანული მოდელიდან გამომდინარე დარღვევებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, იქნება გაფრთხილება, შემდეგ ჯარიმა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოში გასაჩივრდება. ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული აქტის მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ავტორიზაციის შეჩერებას ეხება. სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ, ასეთი რამე პრაქტიკაში ვერ იმუშავებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ამავე კანონპროექტზე საუბრისას, გორდულაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ ეხება არც გაზეთებს და არც ონლაინ მედიას, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია გაზეთებზე და ონლაინ მედიებზე საერთოდ არ ვრცელდება.

„ონლაინ მედია ანალოგიურად ინფორმაციის მიღების წყაროა და რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლებელია, გაგრძელდეს მსჯელობა, რომ ინფორმაციის მიღების წყარო თუ ერთ შემთხვევაში მაუწყებელია და მეორე შემთხვევაში ონლაინ მედია, ლოგიკურია, რომ ორივე შემთხვევაში ჯეროვანი ინფორმაციის მიღების ფაქტების გავრცელების მიღებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ორივე წყაროდან სწორი და სტანდარტის შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ.

რაც შეეხება ჯარიმას, ეს უკვე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაა - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გორდულაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს