გია ვოლსკი - სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება - წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს

სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება - წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მედია საკითხის გაშუქებისას არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს.

„სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც ჰქვია განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი. როცა კანონპროექტებს წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას, ვოლსკიმ განმარტა რომ, ზოგიერთ შემთხვევაში გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს.

„ეს არის კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაცია, როდესაც აქცია იმისთვის ხდება, რომ გაშუქდეს. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული აქცია, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. ასე რომ, ამ კონსპირაციას სახელმწიფო რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებზე, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს. ჯერ განვიხილოთ, როგორ ჩამოყალიბდება ესა თუ ის პუნქტი. ჯერ არ ვიცი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ