ლევან მგალობლიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდში მონაწილეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ჟენევაში რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება და ქართული დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმყოფება.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის ძირითადი თემები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები იქნება.

„ჟენევაში მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი იწყება, სადაც ქართული მხარე ძირითად ყურადღებას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უპირობოდ დაბრუნების საკითხებზე გაამახვილებს.

საუბარი, ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და უკანონო დაკავებების ფაქტებსაც შეეხება.

განვიხილავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ე.წ. არჩევნების შედეგად არსებულ მდგომარეობას, სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობას და საოკუპაციო რეჟიმის სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, გარკვეულწილად პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, 2008 წლის 15 ოქტომბერს შეიქმნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად. მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. დღეს კი ჟენევაში თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრები იმართება, ხვალიდან მოლაპარაკებათა 63-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“