არჩილ გორდულაძე - აშშ-ში „ფარას“ აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი

ამერიკულ „ფარას“ კანონში, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება - ჩვენი კანონის ტერმინთა განმარტებაში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქართულ რეალობაში ასეთი, ფიზიკურად, არავინ არ არის, მაგრამ მთელი რიგი უფლებამოსილებები სხვადასხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის არის განაწილებული. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი.

რა თქმა უნდა, ჩვენს კანონში ვერ გვექნება კუბაზე, ჰავანაზე და სხვა საგარეო სამინისტროების მიერ მიღებულ აქტებზე [ჩანაწერი] და ასეთი ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება საქართველოს კანონიდან. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან ეს ადამიანები, რომ ასეთი ჩანაწერები რომ ამოვიღეთ, ეს ზუსტად ამერიკული „ფარა“ არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იტყვიან. ადამიანებს, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, მათ შორის, ამის თქმაც არ მოერიდებათ. მაგრამ დიახ, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება, რა თქმა უნდა. ჩვენს კანონში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილი,“ - განაცხადა გორდულაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია