სოზარ სუბარი - როცა უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი

მმართველი გუნდის განმარტებით, მათ მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი და ამოცანა საჯარო სამსახურების გარე ჩარევებისგან დაცვაა.

საუბარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელეს დამატებით საგანმანათლებლო, პედაგოგიური თუ შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდება. ასევე, პირებმა, რომლებიც საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა უნდა მიიღონ.

იგივე პრინციპი გავრცელდება მოსამართლეთა კორპუსზე.

საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს.

„როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა სუბარმა კომიტეტის სხდომაზე.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაადასტურა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საჯარო სამსახურის შიდა და გარე ჩარევებისგან დაცვაა.

„საჯარო მოსამსახურეებს მთელი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ და არა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გარკვეული სარგებლის ან შემოსავლის სახით ახალ წყაროს გაუჩენენ და ამ წყაროდან გამომდინარე, მათზე იქნებიან დამოკიდებული.

ვალდებული ვართ, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უნდა არსებობს პრევენციული მექანიზმები.

პირველადი არის საჯარო სამსახური. როცა სხვა გარე სამსახურთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევი, დიახ, ეს უნდა შეთანხმდეს დაწესებულების ხელმძღვანელთან!", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო განხილვისას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია