რატი იონათამიშვილი - არახალია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ, ყველაზე მტრულ და უსამართლო პოზიციონირებაში არიან მხილებული

არახალია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ, ყველაზე მტრულ და უსამართლო პოზიციონირებაში არიან მხილებული - მათი ეს გადაწყვეტილებები და პოზიციები ყოველთვის ამაოდ რჩება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„სამწუხაროდ, უკვე არახალია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ, ყველაზე მტრულ და უსამართლო პოზიციონირებაში არიან მხილებული. მათ არაერთხელ სცადეს, შეელახათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. მათი ეს გადაწყვეტილებები და პოზიციები ყოველთვის ამაოდ რჩება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს გარდა იმისა, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, მკაფიო დამოკიდებულება უყალიბდება საქართველოს მოსახლეობას. თუ მათ იმის უნარი არ აქვთ, რომ კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ საკუთარი უსაფუძვლო და მტრული გადაწყვეტილებებისგან, შეუძლიათ ასე გააგრძელონ. საბოლოო ჯამში, მათ ხელში შერჩებათ ფარატინა ფურცლები, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი უკეთეს ქაღალდებს არ იმსახურებენ”, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, “ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.”

გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.

„ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე