გიორგი რუხაძე - ევროპა გამოფხიზლდა, მეტის გაკეთებისთვის არის მზად - ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინის ნების გარეშე არაფერი გამოვა

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის გიორგი რუხაძის მოსაზრებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მომხდარი კამათის მიზეზი მინერალური რესურსების შესახებ ხელშეკრულება არ ყოფილა, უთანხმოების საგანი იყო ცეცხლის შეწყვეტა ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ოვალურ კაბინეტში მომხდარით უკრაინამაც და აშშ-მაც იზარალა, განსაკუთრებით კი, ამერიკის და ახალი ადმინისტრაციის რეპუტაციამ.

„არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ წინასწარ დაგეგმილი იყო და ზელენსკის მახე დაუგეს. არც იმას ვემხრობი, რომ ზელენსკიმ სპეციალურად გამოიჩინა სიხისტე იმისათვის, რომ რაღაც ჩაეშალა. ერთსაათიანი პრესკონფერენციის გამავლობაში კარგად იგრძნობოდა რაზეც ვერ თანხმდებოდნენ მხარეები, ბრიფინგის განმავლობაში იშვიათი მინერალების შეთანხმება საერთოდ არავის უხსენებია, ძირითადი ჭიდაობა მიდიოდა იმაზე, რომ ზელენსკი მუდმივად ამბობდა იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე აზრი არ ჰქონდა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიების ამ ეტაპზე არ არსებობისა, ის თავად იქნებოდა უსაფრთხოების გარანტი, თავისი რეპუტაციით.

რაც მოხდა, იყო უთანხმოების დემონსტრირება. ბრიფინგამდე, დახრულ კარს მიღმა, მათ ვერ დაითანხმეს ზელენსკი გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტაზე. შესაბამისად, ეს იყო უთანხმოების მთავარი საგანი.

ბუნებრივია, ორივე მხარისთვის სჯობდა, რომ ეს ინციდენტი არ მომხდარიყო. ამით უკრაინამაც და აშშ-მაც იზარალა, განსაკუთრებით, ამერიკის და ახალი ადმინისტრაციის რეპუტაციამ“, - განაცხადა რუხაძემ.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, მომხდარით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის დაჩაგვრა არ გამოვიდა, რითაც ყველასთვის გასაგები გახდა, რომ უკრაინის ნების გარეშე არაფერი გამოვა.

„ამ ბრიფინგისგან შემდეგი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: პირველი, ზელენსკიმ უკრაინას და მსოფლიოს აჩვენა, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მას აიძულებს ისეთ რამეზე მოაწეროს ხელი, რომელიც უკრაინის ინტერესებში არ შედის. დაჩაგვრა, რისი მცდელობაც იყო, არ გამოუვიდათ. ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინის ნების გარეშე არაფერი გამოვა.

მეორე ნაწილი, ის, რაც გუშინ ლონდონში მოხდა, ნაწილობრივ იმის პასუხი იყო, რომ ევროპა გამოფხიზლდა, მეტის გაკეთებისთვის არის მზად, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკასთან ერთად. საბოლოო ჯამში, ეს ინციდენტი სად მიიყვანს პროცესს, ამას ჯერ ვერ ვხედავთ, წითელი ხაზები გაივლო რაღაცნაირად“,- აღნიშნა რუხაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში