სალომე ზურაბიშვილი „დედების მარშს“ შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „დედების მარშს" შეუერთდა.

ზურაბიშვილის თქმით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.

„დედების მარში" მიმდინარეობს ლოზუნგით - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით". მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.

დედების მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას.

მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს და დიდ აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 96-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი