სალომე ზურაბიშვილი - სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა

მინდა მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა მშვიდობა - არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული, მოპოვებული იქნება ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდეც, თავისუფლებიც იქნებიან და მათთან ერთად ქვეყანა იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დედების მარშზე" განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „სანამ ჩვენი შვილები არ იქნებიან თავისუფალნი“, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა.

„მინდა ვთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ყველა ქალი, დედა დადგეს და წამოვიდეს რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ, რადგან როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები (ისინი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები) არ იქნებიან თავისუფალნი.

მინდა, ყველა დედას მაინც მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ისეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას. მინდა, მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა მშვიდობა - არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული, მოპოვებული იქნება ამ ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდეც, იქნებიან თავისუფლებიც და მათთან ერთად ქვეყანა იქნება თავისუფალი.

დღევანდელ დღეს ვულოცავ დედებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ შვილებთან ერთად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ჩვენს წუხილს და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს იზიარებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია