ლევან სამუშია - “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს, ეს არის რუსული დავალება - სანქციები კი ძალიან აწუხებთ

ძალიან კარგადაც აწუხებთ სანქციები, ეს მათთვის არის შემაწუხებელი, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებს.

როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს, რადგან, მისი თქმით, „ეს არის რუსული დავალება“.

„რუსული ძალის“ შინაგან განცდებზე არ ვისაუბრებ, მე ამის ექსპერტი არ ვარ. ძალიან კარგადაც აწუხებთ ეს ყველაფერი, ეს მათთვის შემაწუხებელია. ისეთი გამომეტყველებით დგანან, ვითომ არ აწუხებთ, ძალიან კარგადაც აწუხებთ ეს ყველაფერი. კარგად იციან, როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები, რა პოზიცია აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების რუსული პოლიტიკური ძალის მიმართ.

ჩვენ დავუახლოვდით თუ დავშორდით ევროპულ სტრუქტურებს? დავშორდით თუ დავუახლოვდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობას? მგონი დავშორდით, ხომ? “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს, ეს არის რუსული დავალება. სანქციები აქვთ დაწესებული, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ევროკავშირს დავშორდით“, - აღნიშნა სამუშიამ.

მისივე მოსაზრებით, მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნებიც.

კითხვაზე, ამისთვის რა არის ოპოზიციის გეგმა, სამუშია პასუხობს, რომ „პროტესტი, საერთაშორისო წნეხი“.

„ძლიერი საქართველო“ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა დამკვიდრდეს, არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც, ჩვენ ვართ ჩვენ პრინციპულ პოზიციაზე“,- აღნიშნა მან.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა