„საქსტატი“ – 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 644.5 ათასი მგზავრია გადაყვანილი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია

2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 644.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 1 766.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.8-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.0-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა.

„აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (20.3 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (43.6 პროცენტით) მოცულობა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 23.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს - აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5 პროცენტით მეტი). 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი - გაგზავნილი.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4 პროცენტს - სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4 პროცენტს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9 პროცენტს - 51-150 ადგილი, ხოლო 12.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით. 2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში