„საქსტატი“ - 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,4% პროცენტი შეადგინა

2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4 პროცენტი), თევზეული (-0.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (7.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (15.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (11.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.7 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი) შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პროცენტული პუნქტით აისახა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია