გია ვოლსკი - მზია ამაღლობელის თემა ორმაგი სტანდარტით არის შეფასებული გერმანიის მხრიდან - ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყამ, არამედ ხელს ვერ ახლებ ისე, რომ ამას შესაბამისი ხისტი მოქმედება არ მოჰყვეს

თემა, რომელიც მზია ამაღლობელთან არის დაკავშირებული, არის ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან - ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყამ, არამედ ხელს ვერ ახლებ ისე, რომ ამას შესაბამისი ხისტი მოქმედება არ მოჰყვეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

მისი თქმით, გერმანიის კანონმდებლობა რეგულირდება ისე, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაუშვას.

„გერმანიის კანონმდებლობა რეგულირდება ისე, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაუშვას. საახალწლოდ ისეთი პროცესები განვითარდა.... უშუალოდ შეჯახების დროს რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია - პოლიციელს სრული დისკრეცია ჰქონდა, რომ ასეთი ხისტი მეთოდებით ემოქმედა. დავინახეთ, რომ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

თემა, რომელიც მზია ამაღლობელთან არის დაკავშირებული, არის ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან, ვინაიდან ამ სიტუაციაში ვითარების დაძაბვისაკენ მოუწოდებს ეს კონკრეტული ქმედება, რასაც პოლიციელისათვის ხელის დარტყმა ჰქვია. ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყამ, არამედ ხელს ვერ ახლებ ისე, რომ ამას შესაბამისი ხისტი მოქმედება არ მოჰყვეს. ხისტ მოქმედებას რომ თავი დავანებოთ, კანონის წინაშე, რასაკვირველია, პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა ორმაგი სტანდარტი და ეს ახასიათებს არამარტო გერმანიას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანია ითხოვს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

„ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა