ელისო ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ „ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება“.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე.

„ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი გუნდისთვის. გუნდი მობილიზებულია, რათა კულტურა იყოს უწყვეტი განვითარება, ჩვენი ქვეყნის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ეს იყოს გამჭოლი ხაზი, რათა ჩვენს ახალგაზრდებსაც მიეცეთ საშუალება, მუდმივად იყვნენ შემოქმედებითი ზრდის პროცესში.

რა თქმა უნდა, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე, ეს ჩვენ უკვე მივაღწიეთ, ბათუმს მიენიჭა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი, ასევე ბათუმის ფესტივალი არის, იუნესკო-ს უწყვეტი ქუდის ქვეშ მოქცეული. გავაგრძელებთ იუნესკოსთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობას. მთავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დიდი ნიჭის გამოვლენის. რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ტალანტი და სახელოვანი ადამიანი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბათუმს ისევ დავუბრუნდი“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ