ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს, რომელთაც აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ - დაგმონ ეს ე.წ. არჩევნები და გამოაცხადონ უკანონოდ!

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს, რომელთაც აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ - დაგმონ ეს ე.წ. არჩევნები და გამოაცხადონ უკანონოდ! - აღნიშნული მოწოდება დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

სამხარაძე 1-ელ მარტს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.

„პარლამენტის სახელით ვგმობთ „არჩევნების“ ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელდება, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და მანამ სანამ აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, რა თქმა უნდა, უკანონოა. ეს ე.წ. არჩევნებიც არის უკანონო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“. კერძოდ, ე.წ. „ცესკოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო, ბადრა გუნბამ კი 54.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!