გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი - პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა, რა ფორმით წავიდა ქვეყნიდან, რატომ უნდა დავინტერესდე? - არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება დისტანციურად მისცეს

როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად. სხვა, არანაირი დეტალი არ ვიცი, - ასე უპასუხა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა მედიის შეკითხვას, თუ როდის და რა ფორმით დატოვა ქვეყანა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩიაშვილს ქვეყნიდან წასვლა არავისთვის შეუთანხმებია.

„პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.

ხომ გეუბნებით, დღეს, მე მას ვესაუბრე, ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [სად არის]”,- განაცხადა მახარაშვილმა.

ადვოკატმა უპასუხა შეკითხვას ბაჩიაშვილის პოსტის იმ ნაწილზე, სადაც ის წერს, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის ციხეში დაუცველი დარჩებოდა „ივანიშვილის ჯალათების პირისპირ”.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეზონანსულია ეს საქმე, ხშირად გვისაუბრია პერსპექტივებზე. გამოკვლეული მტკიცებულებების შემდეგ ყველანაირად ჰქონდა განწყობა, რომ დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. დანარჩენი, ახლა, მე მესმის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მაგრამ ნამდვილად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ დეტალებთან დაკავშირებით. დღეს შევიტყვე, როგორც თითოეულმა თქვენგანმა, ამ პოსტის შემდეგ”, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. ამასთან, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მათ შემზღუდავი ღონისძიებების შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას 5-ჯერ მიმართეს, თუმცა, ის დაუსაბუთებელი მიზეზით, არ დაკმაყოფილდა.აღნიშნულთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარე მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა და უთითებდა ბრალდებულის კავშირებზე საზღვარგარეთ. პროკურორმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დასძინა, რომ ბაჩიაშვილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში