არჩილ გორდულაძე - ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ

ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამ ყველაფერს ერთ კონკრეტულ კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც გორდულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, „საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს“.

„როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, რომ გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება. ახლა რომ ვიყურებით სხდომათა დარბაზში, არ არიან ის აჟიტირებული, დავალებამიცემული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ე.წ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, იმ კანონისას, რომელსაც ქართული გამჭვირვალობის კანონი ჰქვია, რომელსაც ასე ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანები, ისევ და ისევ დავალებამიღებული ადამიანები, რიგ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც მოატყუეს კიდეც და ამბობდნენ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ „ქართული ოცნების“ ე.წ ნარატივში; არ უნდა შევიდეთ დეტალებში, რადგან ჩვენ ამ ყველაფერში წავაგებთ და მთავარია, ვიძახოთ, რომ კანონი რუსულია. საუბარია მოქმედ კანონზე, რომელიც გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი, როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც ვრცელდება ქართული გამჭვირვალობის კანონი. ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამ ყველაფერს აბრალებდნენ ერთ კონკრეტულ კანონს, რომლის მიზანიც გამჭვირვალობაა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია