ირაკლი კობახიძე კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევაზე - უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა

უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას შეეხებოდა.

მისივე შეფასებით, ესგადაწყვეტილება არასერიოზულია.

„უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. თუმცა აქ არასერიოზულობაც არაა მთავარი პრობლემა. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს. ამას აკეთებდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამას აკეთებდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი საბაბით: ეს იყო მებრძოლი - მოხალისეების არ გაგზავნა და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა