სოზარ სუბარი - სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიას მოიცავს და ფართო გავლენის მქონეა - ძალიან კარგი იქნება ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა

სოციალური ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება საჭიროა, რათა დაცული იყოს ადამიანის ღირსება და დასჯადი იყოს შეურაცხყოფა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიასა და რადიოს.

„დღეს, საზოგადოებრივ აზრზე ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოცქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, რომ შეურაცხყოფა იყოს დასჯადი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო