პარლამენტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა მესამე მოსმენით მიიღო

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა, რომელიც პარლამენტს შს სამინისტრომ შესთავაზა, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. “დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სავალდებულო იქნება.

დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.

კანონპროექტით, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.

“ცვლილების ძირითად მიზანს ქვეყანაში ერთიანი, ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება ექნება. პირველ რიგში, ეს არის დანაშაულის დროული აღკვეთა, გამოვლენა, პრევენცია და გამოძიების ეფექტურად ჩატარება. გარდა ამისა, დაკარგული და გაუჩინარებული პირების იდენტიფიცირება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის საპარლამენტო განხილვებისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე