ირაკლი კობახიძე - უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა კავშირების გაძლიერებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გაიმართა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში - საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან.

"შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის.

ჩვენი თანამშრომლობა საკანონმდებლო და სექტორული მიმართულებებით ორმხრივ სარგებელს გვთავაზობს და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ ამ ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება", - წერს ირაკლი კობახიძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა