გიორგი ბაჩიაშვილი - ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც გამოვიყენე

[ქვეყნიდან წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მანამდე, ბაჩიაშვილი საუბრობდა, რომ სისტემა მორყეულია და მასში მყოფ ადამიანებს საქმის კარგად კეთების მოტივაცია აღარ აქვთ.

„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა, მის ამ განცხადებას წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვა მოჰყვა: "ანუ სისტემიდან დაგეხმარნენ, სისტემაში შსს-ს გულისხმობთ? საზღვარში გადასვლაში დაგეხმარნენ?", რაზეც ბაჩიაშვილმა უპასუხა: "სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე".

მისივე თქმით, მეტ დეტალს „ნამდვილად ვერ იტყვის“.

მან გადაცემაში გააკრიტიკა ქვეყნის მმართველობითი სისტემა და თქვა, რომ "ასეთ სისტემაში არ არის არანაირი გამართულობა, ვერანაირად ვერ იმუშავებენ ეფექტურად ვერც მესაზღვრეები, ვერც პოლიციელები, ვერც ვერავინ".

ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ი და შსს „ჯერჯერობით ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ ვისი ბრალი იყო“, რომ „გაძვრა“ და შესაძლოა, არც იმაში არიან დარწმუნებული გავიდა თუ არა ქვეყნიდან.

„როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად სუს-ის თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმისათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ეს ხალხი შეიძლება დავალებებს ასრულებს, მაგრამ ქმედებების უკან რა დგას არ უკვირდებიან და ვერ აანალიზებენ, სისტემა გახრწნილი და რეალურად გადასულია მომიტინგეების თვალთვალზე. დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ ვისი ბრალი იყო, რომ გავძვერი. შეიძლება იმაშიც არ არიან დარწმუნებული, ქვეყნიდან გასული ვარ თუ არა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრები ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან.

გიორგი ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თავად რომელ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ქვეყანა 10 საათისა და 23 წუთის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვების შესახებ 4 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ "ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის - საკითხი საჭიროებს შესწავლას, გამოძიება დაიწყება".

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე