გედევან ფოფხაძე - ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არ აქვს მორალი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის გამო შეუძლია რუსეთს დაუწვეს, ეს დიდი უბედურებაა - ისტორია თავის განაჩენს ყველას გამოუტანს

ჩვენ მივიღეთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მორალი - მათი მიზანი არ არის საქართველოსთვის რამე გააკეთონ, მათი მიზანია ხელისუფლებაში იყვნენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი დაიყვანა ხელისუფლებაში ყოფნაზე.

„ჩვენ მივიღეთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მორალი, ასეთი ამორალური ხელისუფლება ჩვენ არ გვყოლია. მათი მიზანი არ არის საქართველოსთვის რამე გააკეთონ, მათი მიზანია ხელისუფლებაში იყვნენ. რა ხდება ევროპაში, რა ხდება რუსეთში მათ არ აინტერესებთ, მათი აინტერესებთ ხელისუფლებაში ყოფნა. მათ ყველაფერი დაიყვანეს ხელისუფლებაში ყოფნაზე.

ისტორია თავის განაჩენს ყველას გამოუტანს, აქ მთავარია ის რომ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არ აქვს მორალი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის გამო შეუძლია რუსეთს დაუწვეს, ეს არის დიდი უბედურება.

უნდა გამოხვიდე არა იქიდან ტრამპი და ევროპა რას ამბობს, არამედ მორალურ სტანდარტში როგორ ზის და ისტორიულ პერსპექტივაში ამას რა შეიძლება მოჰყვეს. ამერიკაში რა პოლიტიკური ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს, ვერ შეცვლის თავის ისტორიულად განპირობებულ არჩევანს - ამაზეა დაფუძნებული ამერიკა, ასე გაჩნდა, მისი გენეტიკის ნაწილია“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძემ უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა უნდა შეეცადოს საკუთარი თავი თვითონ დაიცვას და არ უნდა ეძებდეს მოკავშირეს თავისი ინტერესის დასაცავად.

მისი მოსაზრებით, ევროპა შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას და უკრაინასაც საფრთხე არ შეექმნება.

„უკრაინის ისტორიული პოზიცია არ იცვლება იმის მიხედვით რა განწყობა ექნება ტრამპს. მთელ მსოფლიოში უნდა შედეგს ისტორიული სამართლიანობა და ის მონღოლური იმპერია, რომელიც მუდამ საფრთხეს უქმნიდა ევროპას, დამთავრდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამერიკის გარეშე გამოვა. ევროპას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ევროპა რომელსაც აქვს უდიდესი ფინანსური რესურსი და რომელსაც უდიდესი ტრადიცია აქვს სამხედრო თვალსაზრისით, არ უნდა ეძებდეს მოკავშირეს თავისი ინტერესის დასაცავად, არ უნდა ელოდებოდეს იმას, რომ ვიღაც ჩამოვა და ევროპის დემოკრატიას დაიცავს. მგონია, რომ ევროპა ამას გააკეთებს და უკრაინას რამე საფრთხე არ შეექმნება“,- განაცხადა ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო