ალექსანდრე ლუკაშენკო - გადაეცით ტრამპს, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში ველოდები

ალექსანდრე ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის მინსკში ეპატიჟება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია. მოდით, დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი აურზაურის გარეშე მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს.

„გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, მაშინაც კი თუ ისინი არასწორი იქნება. ბაიდენი გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა. ხალხის დიდი არმია იყო, რომელიც ბაიდენს გარკვეული მიმართულებით უბიძგებდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა