კახა კალაძის განცხადებით, არ იცოდა, თუ „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჰქონდა, ამ სტატუსის გაუქმება კი მისთვის „საინტერესო არ არის“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან არ იცოდა, თუ „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჰქონდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ სტატუსის ჩამორთმევა მისთვის „საინტერესო არ არის“.

„გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო“, - განაცხადა კალაძემ, რითაც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ კითხვას უპასუხა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კალაძემ მედიასთან ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას, „ქართულ ოცნებას“ კი ექნება დიდი მხარდაჭერა.

„თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ დაწყებული გვაქვს მზადება. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება დიდი მხარდაჭერა. ოპოზიციის გეგმებზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. თუმცა მათ არანაირი შანსი არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებენ, ემსახურებიან უცხოურ ძალებს, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომლის თქმით, „ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვანი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს“.

კალაძის განცხადებით, „რადიკალიზმი და უსამშობლო ადამიანების აგენტურა ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს“.

„გარედან დავალებებს რასაც აძლევენ, უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ. ეს „უსამშობლოები“ მათ დავალებებს უპირობოდ ასრულებენ. კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ. როდესაც აგენტი ხარ და სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურები, ასეა, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. მათი გაერთიანებები, განლაგებები ყველაფერი მარცხისთვის არის განწირული. რადიკალიზმი, უსამშობლო ადამიანების აგენტურა ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს, მათ შესაბამისი ადგილი ექნებათ, რასაც ქართველი ხალხი მიუჩენს“,-განაცხადა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი