კახა კალაძე - ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან

ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს ხელისუფლებას, პირიქით, ისინი დაზიანდებიან.

„ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი ეს დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან. ეს არის გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა აბსოლუტურად სხვა ინტერესი და უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანების თემას იყენებენ მუქარებისთვის, დაშანტაჟებისთვის. არაერთხელ განვმარტეთ, რომ არც მათი მუქარების გვეშინია და არც მათი შანტაჟის არავის ეშინია. როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესსა და მომავალს, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოგვიტანს, პირიქით, ისინი დაზიანდებიან. ჩვენ მართლაც ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს განვითარების თვალსაზრისით, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, მათი ჩართულობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით გამოიხატება.

ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები, ისინი არიან ქვეყნის გარეთ არსებული გაქსუებული ბიუროკრატები, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით რადიკალურად სხვა ინტერესი აქვთ, სხვა ინტერესი ჰქონდათ, ეს დღესაც გრძელდება. მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ქვეყანაში არ გაჩაღდა მეორე ფრონტი, არ მიუერთდა სანქციებს. თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ, ჩაერთონ, თავად იომონ და დაუპირისპირდნენ როგორც უნდათ ისე, ვისაც უნდათ ისე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვატარებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესს და გავატარებთ. სიცრუე და ტყუილია ის განცხადებები, რასაც მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში ვუსმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“. გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე