ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელის იმ საქმესთან დაკავშირებული პროცესი, რომელშიც მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, 6 მარტს ჩაინიშნა

მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე. მისივე თქმით, როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები.

„გუშინ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე - როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. დაკავების ოქმი გასაჩივრებულიც გვაქვს შსს-ში და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენი საჩივარი თურმე ისევ იმას დააწერეს, ვის წინააღმდეგაც ვდაობთ”,-წერს ქურდოვანიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია