ანა დოლიძე - „დამიწდით“ ბიჭებო და საქმეზე ისაუბრეთ

პარტია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი რემონტის მიზეზით შეჩერებულია, სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს გეოპოლიტიკაზე მაშინ, როდესაც იმაზე უნდა ისაუბროს, რაც ხალხს აწუხებს.

„ეს არის 67-ე სკოლა, კოტე აფხაზის ქუჩა. მინდა, რაღაცები მოგიყვეთ. ამ სკოლასთან ბრიფინგი მქონდა წინა ზაფხულს. გვქონდა პარტიული ბრიფინგი სკოლის გაწელილ რემონტებზე. ახლაც ამ სკოლაში ჩამიჩუმი, ბუზის ბზუილი არ ისმის, რატომ? დაკეტილია, არ არიან მოწაფეები, არ არის არც სამუშაო, არც მუშები, ზუსტად ისევეა როგორც ამ ზაფხულს. არადა ეს სკოლა გავიდა რემონტში, წესით აქ უნდა იყოს ერთი ამბავი, სამუშაოები, ხარაჩოები, როგორც ასეულობით სხვა სკოლა. მიგვაჩვიეს და გვაჩვევენ, რომ 67-ე სკოლის მოსწავლეები ამ სკოლაში არ ივლიან, სხვაგან გადაიყვანეთ, არავითარი სარემონტო სამუშაო არ არის. ასეთი სკოლა არის ასეულობით. ამაზე ბევრი მისაუბრია. ცოტა უნდა დამიწდნენ „ქართული ოცნების“ ბიჭები, ბიჭები იმიტომ, რომ ქალის ჭაჭანება არაა ამ რეჟიმის მმართველობაში. უნდა დამიწდნენ, ციდან ჩამოეშვნენ და რეალურ ცხოვრებაში ჩამოვიდნენ. ესენი არჩევენ გეოპოლიტიკურ ამბებს. გეოპოლიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ ამ რეჟიმის პირველი საქმე არის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის: სკოლის რემონტი, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ამათ აწყობთ ილაპარაკონ ტრამპზე, ვაშინგტონზე და არ ილაპარაკონ იმაზე, რაც აწუხებს ხალხს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს