გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - ინფორმაცია მიღებულია ოფიციალური წყაროებიდან, მათ შორის, საპოლიციო არხებიდან, ინტერპოლიდან, ასევე, საჯარო წყაროებით

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მათთვის "საპოლიციო არხებითა და საჯარო ინფორმაციით" გახდა ცნობილი.

პროკურორის თქმითვე, თუ როგორ და ვისი დახმარებით დატოვა ბრალდებულმა ქვეყნის საზღვარი, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"2025 წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის მიმართულებით და ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინა. დადასტურებულია, საქართველოს ოფიციალური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, მათ შორის, ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ოფიციალურად არ დაუტოვებია საქართველოს საზღვარი. სომხეთის ოფიციალური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილს გადაკვეთილი აქვს სომხეთის საზღვარი რუსეთის პასპორტის გამოყენებით. ინფორმაცია მიღებულია ოფიციალური წყაროებიდან, მათ შორის, საპოლიციო არხებიდან, ინტერპოლიდან, ასევე, თავადაც, საჯარო წყაროების მეშვეობით გაავრცელა ბრალდებულმა აღნიშნული ინფორმაცია.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ხახანაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ გახდა მათთვის ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, პროკურორი პასუხობს, რომ "მათ შორის, საჯარო ინფორმაციით" გაიგეს.

"საპოლიციო არხებით, მათ შორის რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაციით, რომლითაც ყველასთვის და ჩვენთვისაც გახდა ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია. პირველად, რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ყველასთვის გახდა ცნობილი, ასევე დამატებით ინფორმაცია მიღებულია საპოლიციო არხებით", - განაცხადა ხახანაშვილმა.

ცნობისთვის, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ