ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

“მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადების მნიშვნელობას და შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის სახით სთავაზობს. ამ კონტექსტში აღინიშნა ტურიზმის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ინვესტირების კუთხით არსებული პოტენციალი.

მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატებში.

პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შავკატ მირზიოევმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა