ანონსი  6 მარტი

6 მარტს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 მარტს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები; ლარის კურსი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 მარტს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ანაკლიის პორტი, როგორც ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გადარჩენის შანსი“.

6 მარტს, 11:30 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.21 (პარტიის ოფისი)

6 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 მარტს, 17:45 საათზე, საქალაქო სასამართლოში მწერლის, მთარგმნელის და აქტივისტის მიხეილ ციხელაშვილის დაჯარიმების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. მას საპროტესტო აქციებისას რუსთაველზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.

6 მარტს, 20:00 საათზე, „თავისუფლების მოედნის“ ინიციატივით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #32

კონტაქტი: 599 61 63 53; 598 13 12 58

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება