პროკურორი - არაერთი პირია გამოკითხული, მათ შორის, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც უთითებენ, რომ მათ მიმართ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, ისროლეს სხვადასხვა ნივთი

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიუთითა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებდა, - ამის შესახებ პროკურორმა ვაჟა თოდუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულების ერთობლივი ქმედებების შედეგად გამოწვეულ იქნა სხვადასხვა სახის ფიზიკური და ასევე ქონებრივი ზიანი.

„რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობისთვის. ჯგუფის გარკვეულმა წევრებმა საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატა სხვადასხვა ნივთების დაზიანებით, ჯგუფის გარკვეულმა წევრებმა დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ნაწილმა მოახდინა რბევა, რაც შეეხება წარმოდგენილ ბრალდებულებს, მათ მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ძალადობრივ მოქმედებაში და თავად პოლიციელების მისამართით არაერთი ნივთი ისროლეს, მათ შორის, გამოიყენეს პიროტექნიკა. მათი ერთობლივი ქმედებების შედეგად გამოწვეულ იქნა სხვადასხვა სახის ზიანი ფიზიკური და ასევ ქონებრივი, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მათი ქმედება დააკვალიფიცირა, როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა“,- განაცხადა ვაჟა თოდუამ.

პროკურორის თქმით, რამდენიმე პოლიციელია გამოკითხული, რომლებიც უთითებენ, რომ მათ მიმართ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

„არაერთი პირია გამოკითხული, მათ შორის, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც უთითებენ იმაზე, რომ მათ მიმართ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, ისროლეს სხვადასხვა ნივთი, შესაბამისად, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის“,- აცხადებს პროკურორი.

ინფორმაციისათვის, ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია