ემანუელ მაკრონი - მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე, რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად - ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება

მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება უკრაინის კაპიტულაცია იყოს, რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგები “ლეგიტიმურად შეშფოთებულები” არიან საერთაშორისო ვითარებაზე, იმის ფონზე, რომ უკრაინაში ომი “იგივე ინტენსიურობით გრძელდება”, აშშ-ის ფონზე, რომელიც “ნაკლებად უჭერს უკრაინას მხარს და ეჭვებს აჩენს შემდგომ რა მოხდება” და რომელიც “აპირებს სავაჭრო ტარიფების დაწესებას ევროპიდან მომავალ საქონელზე”.

“პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დასანქცირება. და კარგად მოვიქეცით. ვინაიდან, საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც… მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე…

რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, არჩევნების მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს… როგორ ჩანს, ამ აგრესიამ არავითარი საზღვრები არ იცის. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება”, - განაცხადა მაკრონმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე