დიმიტრი მედვედევი - მაკრონი სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და ის არავის დააკლდება

მაკრონი არ წარმოადგენს საფრთხეს, ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.

„მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისა და ზოგადად ევროპისთვის. თუმცა, თავად მიკრონი არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს. ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.

„საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე“, - აღნიშნა მაკრონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!