სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნების დროს გამანადგურებელმა, შემთხვევით, სოფელი დაბომბა, დაშავდა შვიდი ადამიანი

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მათმა ერთ-ერთმა მოიერიშე თვითმფრინავმა წვრთნების დროს, შემთხვევით, რვა ბომბი არასწორ ადგილას ჩამოაგდო, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„რვა MK-82 ტიპის ზოგადი დანიშნულების ბომბი ნორმიდან გადახვევით იქნა გაშვებული საჰაერო ძალების KF-16 თვითმფრინავიდან და პოლიგონს მიღმა დაეშვა. უკიდურესად ვწუხვართ ბომბების გაუთვალისწინებელი გაშვების გამო, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

სამხრეთ-კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ცნობით, მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამი კი - მსუბუქად.

ინციდენტი პოჩეონში მოხდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ძალების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა ერთობლივ წვრთნებში, რომელშიც მონაწილეობენ როგორც საჰაერო ძალები, ასევე არმია. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეა პოჩეონში წვრთნებს შეერთებულ შტატებთან ერთად მართავს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს