თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებაზე - რამდენი ნაბიჯი გადადგეს, როგორი სანქციები არ შემოიღეს, რამე შედეგს მიაღწიეს?! - ვერც მომავალში მიაღწევენ!

რამდენი ნაბიჯი გადადგეს, როგორი სანქციები არ შემოიღეს, რამე შედეგს მიაღწიეს?! - ვერც მომავალში მიაღწევენ, მაგრამ პროპაგანდისტული ომის გასაგრძელებლად ასეთი რაღაცები იქნება და ეს არ გაგიკვირდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ კიდევ ვერ მიხვდნენ მათი „პატრონები“, რომ ეს სანქციები „ქართულ ოცნებას“ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების კურსს ვერ შეაცვლევინებს, მაშინ „კარგად ყოფილა მათი საქმე“.

„ჩვეულებრივი პროპაგანდაა. ჯერ პროპაგანდისტულად მოსინჯავენ ხოლმე „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები რაღაც ნაბიჯს და შემდეგ გადადგამენ ხოლმე ამ ნაბიჯს. თუ კიდევ ვერ მიხვდნენ მათი პატრონები, რომ ეს სანქციები ჩვენზე არ მოქმედებს, ჩვენ ვერანაირად შეგვაცვლევინებენ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების კურსს, მაშინ კარგად ყოფილა მათი საქმე. რამდენი ნაბიჯი გადადგეს, როგორი სანქციები არ შემოიღეს, რამე შედეგს მიაღწიეს?! ვერც მომავალში მიაღწევენ, მაგრამ პროპაგანდისტული ომის გასაგრძელებლად ასეთი რაღაცები იქნება და ეს არ გაგიკვირდეთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გარდა ამისა, უმრავლესობის დეპუტატი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უახლოეს პერიოდში გეგმის გამოქვეყნებას აპირებს და აღნიშნა, რომ „ალბათ, ისეთ რაღაცას გამოაქვეყნებს, რაზეც ერთად ვიცინებთ“.

„უკვე ამ ქალბატონზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. იმდენად სასაცილო ნაბიჯებს დგამს, რომ კომენტარის ღირსიც არ არის. გამოაქვეყნოს ერთი, ვნახოთ. მე მგონი, ისეთ რაღაცას გამოაქვეყნებს, რომ ერთად ვიცინებთ. იმდენად არასერიოზული ადამიანია, შეუძლებელია, მან რაიმე სერიოზული არგუმენტი მოიყვანოს, უკვე ამის აღარ მჯერა“, - აღნიშნა მან.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი