სალომე სამადაშვილი - დიდი ხანია მიმდინარეობს კოორდინაცია და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება დოკუმენტი, რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს

„ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, აქვთ კონკრეტული ხედვა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნას. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრში წარმოდგენილი იქნებიან ის პარტიები, „ვისაც აქვთ ქართველი ხალხისგან მიერ მიღებული მანდატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად“. სამადაშვილის განმარტებით, სამუშაო პოლიტიკური პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდება.

„უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კოორდინაცია და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება დოკუმენტი, რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს. ყველას ესმის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, საქართველო ვერ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ შესული ვართ. გადის კვირები, თვეები და არავინ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების გზით. ამიტომ, მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც დღეს გაერთიანება ხდება, ეს არის სწორედ ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, საგარეო ფრონტზე ხედავთ, როგორი შედეგები გვაქვს, რაც შეეხება არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ჩვენ ვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ცხადია, რუსეთის სპეცოპერაციას არ ვგულისხმობთ მორიგ ჯერზე, როდესაც ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც მრავალი თვეა გაჟღერებული გვაქვს, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ის პარტიები, ვისაც აქვს ქართველი ხალხისგან მიერ მიღებული მანდატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც უკვე წარიმართება მუშა პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სისტემატიზირებული არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, ეს დრო და ვითარება მოითხოვს იმას, რომ ამ კოორდინაციის სისტემატიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მალე შესაბამისი პროგრესი გვექნება",-განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ გაწერილი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები.

„გასული საპარლამენტო არჩევნები რეალურად, არჩევნები არ იყო, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. ფაქტობრივად, დასავლეთმა უკვე გამოაცხადა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ადგილობრივი არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება, ჩვენ შესაბამისი განცხადებებიც ვნახეთ. ამიტომ, არანაირი სხვა გამოსავალი არ აქვს დღეს ამ რუსულ რეჟიმს, რომელსაც წინ უმძიმესი რეალობა ელოდება, რომელიც გამოწვეული იქნება იმ იზოლაციით, რომელშიც ისინი დღეს არიან მოქცეული. მოუწევს წავიდეს იმ ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას",-განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა